შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

07/07/2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო გზა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იწყება მარნეულში, კოსტავას ქუჩიდან და სოფელ შულავერის ტერიტორიაზე გადის. გზის მიდებარედ უმეტესად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ. არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება რთულდებოდა წვიმიან ამინდში და სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას. რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას. კერძოდ, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას. ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას. ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მონტაჟს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 143 970 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0