ფერმერებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოყვანილი მოსავლის რეალიზაციის და ექსპორტირების შესაძლებლობა ექნებათ

06/07/2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „იმერეთის აგრო ზონის “(IAZ) მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის (HTDC) აღმასრულებელი საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო. აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ცენტრის მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა აგრარული დარგის განვითარებაში ცოდნის გაზიარების და მნიშვნელობის საკითხი. მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი უცხოურ და 18 ქართულ კომპანიას აერთიანებს, რომელიც 3 ჰა მიწის ფართობზე, დაინტერესებულ პირებს სასათბურე წარმოების, საწარმოო მენეჯმენტის, სურსათის უვნებლობის, მებაღეობის განვითარებისა და სასოფლო-სამეურნეო წყლის მართვის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას და პრაქტიკულ სწავლებას სთავაზობს. მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოყვანილი მოსავლის რეალიზაციის და ექსპორტირების შესაძლებლობა ექნებათ. ცენტრი ევროპული მოდელის ორგანიზაციაა, რომლის მართვასაც სახელმწიფო სამ წელიწადში, შემდგომი განვითარებისთვის, სრულად ორგანიზაციის წევრებს გადასცემს. შეხვედრაზე აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარედ `„იმერეთის აგრო ზონის“ (IAZ) დირექტორი არჩილ ბუკია აირჩიეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0