საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გამართული კონფერენცია გახსნა. ზურაბ აზარაშვილმა სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული სტანდარტების მდგრადი და ეფექტიანი სოციალური უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვა, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება, რისთვისაც დასავლელ პარტნიორებს მადლობა გადაუხდა. სოციალური დაცვის სისტემების რეფორმა, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ინიციატივით დაიწყო. მისი მიზანი სოციალური პოლიტიკის განვითარება და სოციალურ დახმარებაზე წვდომის გაუმჯობესებაა.
რეფორმის მიმდინარე საკითხები და სამომავლო სტრატეგია კონფერენციის მონაწილეებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ გააცნო. კონფერენციაზე სოციალური დაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმა წარადგინეს, რომლის იმპლემენტაციაშიც საქართველოს ევროპელი პარტნიორები აქტიურად ეხმარებიან. პროექტი „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ „Expertise France“-ის (AFD ჯგუფი) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია. ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.
სოციალური დაცვის სისტემების რეფორმა, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ინიციატივით დაიწყო
01/07/2022