სოფელ მარტყოფში 3 კმ-იანი გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

28/06/2022

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში 3 კმ-იანი გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე სამუშაოები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან ერთად მოინახულა. პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს, სამუშაოებს კი შპს „ქვენიფნელი“ ასრულებს. ადგილზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, რუსთავის და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანიის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0