საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

28/06/2022

დუშეთის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა, სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიის დაწყების მომენტიდან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარე სალიკვიდაციო ღონისძიებებს მონიტორინგს უწევენ. სტიქიის ზონაში იმყოფება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე მოადგილე ოთარ ჩხეიძესთან მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებთან- ზურა არაბულთან, გივი ზურაბაშვილთან და ვაჟა მაჭავარიანთან ერთად. პირადად ხვდებიან დაზარალებულ მოსახლეობას და მაქსიმალურად ცდილობენ მათ დახმარებას.შეგახსენებთ, რომ ძლიერმა წვიმამ დუშეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მნიშვნელოვნად დაზიანდა შიდა საუბნო და ცენტრალური გზების ნაწილი. შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა შესაბამისი ღონისძიება ამ დრომდე ინტენსიურად ტარდება. ამ ეტაპზე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ მოსულმა უხვმა ნალექმა აღნიშნული გზის რამდენიმე მონაკვეთი დააზიანა და მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალული იყო. ასევე, სტიქიამ დააზიანა ელექტროგაყვანილობის ბოძები. პრობლემის მოსაგვარებლად მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

„24-საათიან რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური და ადამიანური რესურსით. მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს და ეს პროცესი პრობლემის სრულად მოგავრებამდე გაგრძელდება“- განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0