აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დაფინანსებითა და კინგსთან პარტნიორობით, იმერეთის რეგიონის მასშტაბით, მე-10, მე-11, მე-12 კლასელებისთვის ჩატარდა ინტელექტის ოლიმპიადა, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები.
ინტელექტის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის და ტყიბულის მერებთან ერთად დაესწრო.
“იმერეთი ყოველთვის იყო ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდების სამჭედლო. ტრადიცია გრძელდება და სწორედ ასეთი ოლიმპიადები უწყობს ხელს წარჩინებული ბავშვების გამოვლენას. აღნიშნული ოლიმპიადა ძალიან საინტერესო იყო და მთელი იმერეთის მასშტაბით 400-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მადლობა მინდა გადავუხადო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და კინგს ორგანიზებულად ჩატარებული ოლიმპიადისთვის“ – ზვიად შალამბერიძე.
ოლიმპიადაში 7 მუნიციპალიტეტიდან 400-მდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას, აქედან ფინალურ ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა 3-მა მოსწავლემ. იმერეთის ინტელექტის ოლიმპიადის გამარჯვებული კი ბექა ბარათაშვილი გახდა. ოლიმპიადის მთავარი მიზანია, აბიტურიენტებს დაეხმაროს საკუთარი ინტელექტუალური უნარ-ჩვევების გაზომვაში. დაჯილდოების ცერემონიალზე გამარჯვებულ და წარმატებულ მოსწავლეებს გადაეცათ სპეციალური პრიზები და დიპლომები.