სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

27/06/2022

ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან და ადგილზე სწავლობენ არსებულ მდგომარეობას, რათა გზის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხდეს. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც და ადიდებული მდინარის დონის დაწევისთანავე დაიწყება გზის აღდგენის სამუშაოები.შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0