დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებს. დაზიანებულია მჭადიჯვრის, მაღაროსკარის, ფასანაურის, გრემისხევის, ჭართალის, ქვეშეთის, შატილის, ბარისახოს, გუდამაყარის, უკანაფშავის და ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილი. ცენტრალურ გზაზე რამდენიმე ადგილას ჩამოწვა მეწყერი. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი იმყოფება სტიქიის ზონაში და სალიკვიდაციო ღონისძიებებს ადგილზე უწევს მონიტორინგს.
“მიუხედავად უამინდობისა, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მუშაობს ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური და ადამიანური რესურსით. აღნიშნული სამუშაოები პრობლემის სრულად აღმოფხვრამდე გაგრძელდება“- განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.