ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში აქტიურად მიმდინარეობს შიდა გზის რეაბილიტაცია

09/06/2022

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში აქტიურად მიმდინარეობს შიდა გზის რეაბილიტაცია. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “საგზაო სამშენებლო სამმართველო N2”, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 305 000 ლარს. პროექტით დაგეგმილია ასფალტის საფარისა და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0