გიორგი ბაგრატიონმა საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

03/06/2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბაგრატიონმა საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთი-გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმისა და კახეთის გუბერნატორებთან მან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილა. გარდა ამისა, შეხვედრაზე სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტებიც დასახეს. რეგიონების სტუმრობისას, გიორგი ბაგრატიონი რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელებთან ერთად პირად შემადგენლობას შეხვდა და არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0