აშშ-ის კონგრესში, ჩვენს მეგობარ კონგრესმენებთან შეხვედრის დროს, იყო ძალიან მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მადლობას ვუხდით კონგრესმენებს ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რაც გამოხატულია საქართველოს მხარდაჭერის აქტში – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა კონგრესმენებთან – დარენ სოტოსა და ბრენდან ბოილთან შეხვედრის შემდეგ.
მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერა აშშ-ის კონგრესის და კონგრესმენების მიერ, რომლებიც ყველა ფორმატში მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მაშინაც კი, როდესაც რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი. კონგრესმენებთან გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, აგრეთვე გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. აღინიშნა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მისი ევროკავშირში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. საქართველო დაინტერესებულია, რათა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ – სთან გადავიდეს ახალ საფეხურზე, რაც წარმოადგენს კიდევ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. ამ მხრივ, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის, აშშ – სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას. ასევე აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება საქართველოსა და აშშ-ს შორის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერა აშშ-ის კონგრესის და კონგრესმენების
12/05/2022