საქართველოში სადაზღვევო სექტორის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია

03/05/2022

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაზღვევის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რომელშიც აქცენტი დარგში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, მისი განვითარების პერსპექტივებსა და ამ პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა საზოგადოებაში სადაზღვევო საქმიანობის მიმართ ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სადაზღვევო კულტურის განვითარებას. დაზღვევის პროფესიული დღე საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ არის ინიცირებული და პირველად აღინიშნა. ღონისძიებას დაესწრნენ როგორც სამთავრობო, ისე კერძო ბიზნესის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები სხვადასხვა მიმართულებით.

“საქართველოში სადაზღვევო სექტორის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გვესმის, რომ სადაზღვევო მომსახურების გარეშე ეკონომიკის ძალიან ბევრი სექტორის განვითარება უბრალოდ ვერ მოხერხდება – სათანადო, ხარისხიანი პროდუქტების, მომსახურებების გარეშე, რომელიც, რა თქმა უნდა, კერძო სექტორში უნდა ვითარდებოდეს. განვითარების სასურველი ტემპის მიღწევა თავის მხრივ დიდწილად არის დამოკიდებული შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკის გამტარებლბსა და ჩართულ მხარეებს შორის კოორდინაციაზე,“ – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0