პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ საქართველოს პარლამენტთან ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობებისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. ხაზი გაესვა მჭიდრო საპარლამენტთაშორისო კავშირის მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და ომს უკრაინაში. მხარეებმა ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს და გაცვლითი ვიზიტების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.
შალვა პაპუაშვილი საქართველო-ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
02/05/2022