საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო – ეკონომიკური და სატრანსპორტო – ლოგისტიკური საკითხების განსახილველად, ლევან დავითაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საერთაშორისო საკითხებში ერჟან კაზიხანოვს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ტენდენციები მზარდი დინამიკით ხასიათდება, თუმცა პოტენციალი გაცილებით დიდია. სატრანსპორტო – ლოგისტიკურ კავშირებზე საუბრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას ყაზახეთსა და საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანში ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად არის მზად, განახორციელოს ყაზახური და ზოგადად ცენტრალური აზიის ქვეყნების ტვირთების ტრანსპორტირება ევროპაში. 2022 წელს ყაზახეთი საქართველოს დერეფნით 2 – დან 3 მლნ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირებას გეგმავს, მომდევნო წლებში დაგეგმილია ამ მაჩვენებლის უფრო მეტად ზრდა.
ლევან დავითაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
26/04/2022