კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

14/04/2022

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იქნა მიმდინარე საკითხები, ინფრასტრუქტურული პროექტები და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. შეხვედრაზე დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ხელმძღვანელის მოადგილემ, ელენე პაპუნაშვილმა რეგიონულ ჭრილში, ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და კახეთის ტურისტული პოტენციალის განვითარების ხედვა წარადგინა. სახელმწიფო რწმუნებულმა, მოადგილეებმა, მერებმა და შესაბამისი სამსახურების უფროსებმა დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ დეტალური პრეზენტაცია მოისმინეს. შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0