ანრი ოხანაშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს შეხვდა

14/04/2022

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს, ლელა ჯანაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პოზიციები გაცვალეს.

„საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ცალკე დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაზე გავეცანით სამსხურის სამომავლო საქმიანობის მიმართულებებთან დაკავშირებულ გეგმებს. ასევე, მოვისმინეთ კონკრეტული შემოთავაზებები და ინიციატივები თანამშრომლობასთან დაკავშირებით იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რასაც პერსონალური მონაცემების დაცვა ჰქვია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0