პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები განახორციელა

12/04/2022

პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით, 86 ხმით, 1 წინააღმდეგ მიიღო. ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებით საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფინანსო სექტორის წარმომადგენელსა და სესხის გამცემ სუბიექტს დაუდგინოს მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის, მათ შორის, აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი. ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვასა და შესრულებას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი და ამ მიზნით იგი უფლებამოსილია გამოსცეს სამართლებრივი აქტები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0