საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გაეროს განვითარების პროგრამის საგრანტო ხელშეკრულების ფაგლებში და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, საქართველოს მასშტაბით 15 ლოკაციაზე მდინარეების აუზების ნაპირსამაგრ ღონისძიებებსა და კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მაოდგილე დავით გეწაძე, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, UNDP-ის ადმინისტრატორის თანაშემწე და UNDP-ის რეგიონულ დირექტორთან მირიანა სპოლიარიჩთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიუტეტში მდინარე ხოდაშენის ხეობის ნაპირსამაგრ სამუშაოებსა და თელავის მუნიციპალიტეტში მდინარე თელავისხევის ღვარცობდამჭერი ნაგებობის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგიზლე გაეცნენ. გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მდინარე ხოდაშენის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები ხორციელდება. მდინარე ხოდაშენის ხევი ღვარცოფული ხასიათისაა. კალაპოტის გადავსების შედეგად, მდინარე ავითარებს გვერდით ეროზიას, წყალდიდობის დროს ნაკადი გადადის მიმდებარე ტერიტორიაზე და აზიანებს მოსახლეობის სავარგულებს. ავარიული უბნის საერთო სიგრძე შეადგენს 2458 მეტრს შეადგენს. ავარიული უბნების დასაცავად პროექტით გათვალისწინებულია ნაპირგასწვრივი გაბიონის კედლის მოწყობა. პროექტის ღირებულება 2 455 361 ლარია.
ქ. თელავის მიმდებარედ მდ. თელავის ხევის (ნატანდამჭერებთან) გაწმენდითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ავარიული უბანი ქ.თელავის მიმდებარედ მდ.თელავისხევის ნატანდაჭერ ნაგებობებთან მდებარეობს. მდინარის კალაპოტში დაგროვილი დიდი მოცულობის მყარი მასალა წყალმოვარდნების პერიოდში, კალაპოტის მაღალი ქანობების პირობებში, ღვარცოფული ნაკადის სახით გადაადგილდება და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქ. თელავის მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას. მდინარის დამანგრეველი ღვარცოფული ნაკადისაგან დასაცავად გასული საუკუნის 80-იან წლების დასაწყისში ქ.თელავის სამხრეთით მდინარე თელავისხევზე სპეციალური ნაგებობები აშენდა, პროექტის ფარგლებში აღნიშნული ნაგებობების რეაბილიტაცია და დაგროვილი ნატანებისგან გაწმენდა განხორციელდა. პროექტის ღირებულება 548 998 ლარია.
გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მდინარის ნაპირსამაგარი და კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
11/04/2022