შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

05/04/2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალწლიანი ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა მჭიდრო საპარლამენტო კავშირებზე, განსაკუთრებით, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. გამოიხატა მზადყოფნა საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
დელეგაციის შემადგენლობაში გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0