შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

05/04/2022

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მეგობრულ კავშირებსა და თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების რისკების და გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობა იყოს მჭიდრო. შეხვედრა გაიმართა შალვა პაპუაშვილის სომხეთის რესპუბლიკაში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. დელეგაციის შემადგენლობაში გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0