საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, თელავში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა. თელავში ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დაესწრო თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ სპექტაკლს „როცა ძალიან მოგენატრები” და თეატრის დასს შეხვდა ერთმოქმედებიანი დრამა „როცა ძალიან მოგენატრები” თელავის თეატრისა და თავისუფალი თეატრის ერთობლივი სპექტაკლია, რომელიც რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა დადგა მწერლისა და დრამატურგის ირაკლი სამსონაძის მიერ სპეციალურად თელავის თეატრისთვის დაწერილი პიესის მიხედვით. სპექტაკლში მონაწილეობენ – თელავის თეატრის მსახიობი, ვანო იანტბელიძე და თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი პაატა გულიაშვილი. მხატვარი – მირიან შველიძე. მუსიკალური გაფორმება – ავთანდილ ვარსიმაშვილი. პიესაში გადმოცემულია მამა-შვილის ურთიერთობა მძიმე სოციალური და ეკონომიური პრობლემების ფონზე. სპექტაკლი სევდიანი ფსიქოლოგიური კომედიაა, რომელიც ოპტიმისტურად სრულდება.
თეა წულუკიანმა, თელავში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა
26/03/2022