პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარია თეოდორუს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ საუკუნოვან ისტორიულ და კულტურულ კავშირებს და ნაყოფიერ ორმხრივ თანამშრომლობას. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა საბერძნეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადზე. ხაზი გაესვა ევროკავშირის წევრობის მოპოვების გზაზე პარლამენტის როლს და იმ გეგმებს, რომელიც ამ მხრივ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს, კერძოდ იმ რეფორმებზე, რომლებმაც ქართული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთნ უნდა დააახლოვოს. შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს მხარდაჭერაზე უკრაინისადმი ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.
შალვა პაპუაშვილი საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
18/03/2022