კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

17/03/2022

ქალაქ კასპში შარიფაშვილის, ყაზბეგის, წერეთლის, გურამიშვილის, ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, სამების, მეტეხისა და ქვათახევის ქუჩებს სრული რეაბილიტაცია უტარდებათ. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ პროექტი გარდამავალია, სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. გარდა ამისა, ქალაქში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით დამატებით კიდევ რამოდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ჯამში, აღნიშნული ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 3 მილიონამდე ლარს შეადგენს. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე კასპის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, მიმდინარე წელს ქალაქ კასპის მოსახლეობა განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობას შეძლებს.

“კასპის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ქუჩების მოპირკეთება, გარდა სავალი ნაწილისა, სამუშაოები ითვალისწინებს სანიაღვრე სისტემების მოწყობასაც. ისიც აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ქუჩაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ ყოფილა და სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.“ – აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0