დუშეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

13/03/2022

ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის. მათ შორის იწმინდება სოფლის შიდა საუბნო გზები. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური თუ ადამიანური რესურსით მობილიზებულია არსებული პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად და გზები ეტაპობრივად გაიწმინდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0