სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებმა ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად სარეზერვო ფონდიდან გამოყვეს ფინანსური რესურსი

10/03/2022

საქართველოს პრემიერის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. დღეს, სამცხე -ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით უკრაინის დასახმარებლად შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტებიდან გაიგზავნა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, ოთარ არბოლიშვილი ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესს ადგილზე გაეცნენ. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებმა ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად სარეზერვო ფონდიდან გამოყვეს ფინანსური რესურსი. რეგიონის მასშტაბით, ექვსივე მუნიციპალიტეტში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი წვლილი შეეტანათ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მიმდინარე ჰუმანიტარულ აქციაში. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0