ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების მიზანშეწონილობის შესასწავლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

10/03/2022

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების მიზანშეწონილობას შეისწავლის. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში პარლამენტის მიმართ ჯამში 53 წინადადებაა.

„ეს წინადადებები არ არის ისეთი შინაარსისა და სტატუსის მატარებელი, რომელიც მექანიკურად უნდა აისახოს კონკრეტულ ინიციატივებში. საჭირო იქნება თითოეულ მათგანზე მსჯელობა, რა თქმა უნდა სახალხო დამცველის ჩართულობით და მონაწილეობით. სავარაუდოდ, მათი დიდი ნაწილი იქცევა შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებად ან კონკრეტულ აქტივობებად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0