თუ იქნებიან უკრაინიდან ლტოლვილები, მათ აღმოუჩენენ მაქსიმალურ მხარდაჭერას.

28/02/2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოს მთავრობამ, კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტრომ კრიზისულ სიტუაციაში განახორციელა:
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირველივე დღეს გააკეთა ცხელი ხაზი, რომ ადამიანებს არ შექმნოდათ თავშესაფრის პრობლემა;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მიცემული აქვს დავალება, სახელმწიფოს დაფინანსებით უზრუნველყოს საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტებისთვის ცხოვრების ნორმალური პირობები;
კრიზისის პირველივე დღეს, ეკონომიკის სამინისტროს პირველი პასუხი იყო ჰუმანიტარული დახმარება იმ გამოწვევებზე, რომელიც უკრაინელ მოქალაქეებს და ტურისტებს დაუდგა;
ამასთან, „საქართველოს ფოსტას” მიეცა დავალება, განახორციელოს გზავნილების უფასოდ მიწოდება უკრაინაში;
ასევე, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ დაიწყო ორგანიზებულად ბიზნესთან კომუნიკაცია, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია მიეწოდოს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს;

მინისტრის ინფორმაციით, მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას – თუ იქნებიან უკრაინიდან ლტოლვილები, მათ აღმოუჩენენ მაქსიმალურ მხარდაჭერას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0