საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის განხორციელების 2022 წლის ეროვნული გეგმა განიხილეს იმუნიზაციის საბჭოზე.
მხარეებმა სამიზნე ჯგუფების პრიორიტეტიზაციაზე ,COVID-19-ის ახალი შტამის – ომიკრონის მიმდინარეობასა და მის მიმართ ვაქცინაციის ეფექტურობის შესახებ იმსჯელეს. საერთაშორისო რეკომენდაციებისა და ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სპეციფიკის თანახმად, გეგმის სამიზნე ივლისის თვემდე საერთო მოსახლეობის 70%-ის აცრაა. სამიზნე ჯგუფები ვაქცინაციის მიზნებისთვის წელსაც იგივეა, ეს არის მაღალი ასაკის მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და სამედიცინო პერსონალი.
COVID-19-ის ვაქცინაციის განხორციელების 2022 წლის ეროვნული გეგმაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული „ბუსტერ“ დოზის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ „ომიკრონის“ შტამს გავრცელების მაღალი სისწრაფე ახასიათებს, შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით შესრულებასა და ე.წ ბუსტერ დოზებით აცრის მნიშვნელობას. გეგმაში ასევე გათვალისწინებულია დღეს შემუშავების პროცესში მყოფი ვაქცინების ბაზარზე გამოჩენის შესაძლებლობაც. იმუნიზაციის საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართავს, მაქსიმალურად აარიდონ თავი ხალხმრავალ შეკრებებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
„ომიკრონის“ შტამს გავრცელების მაღალი სისწრაფე ახასიათებს, შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება
03/02/2022