ბულაჩაურის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები გრძელდება

31/01/2022

წყალმომარაგების კომპანია დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბულაჩაურის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. დღეის მდგომარეობით, ბულაჩაურში არსებული ამორტიზებული სისტემისა და დებიტის სიმცირის გამო, მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოეწყობა სატუმბო სადგური, რეზერვუარები და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემა. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი, შედეგად, ბულაჩაურში მცხოვრები 3000-მდე ადამიანი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0