ახმეტაში, 2022 წლის დადგომა გრანდიოზულად აღინიშნა. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში საშობაო ბაზრობა/გამოფენა-გაყიდვა (Christmas market) მიმდინარეობდა. დღის პირველი ნახევარი დაეთმო ბავშვთა გასართობ კონცერტებს და აქტივობებს. ტერიტორიაზე მოეწყო ფერადი გასაბერი ბატუტი. ანიმატორები და ზღაპრის გმირები ბავშვებს ართობდნენ, თოვლის ბაბუა კი მის სახლში მისულ პატარებს ტკბილეულით და საჩუქრებით მასპინძლობდა.გაიმართა საბავშვო კონცერტი “მეკო სტუდიის” ბავშვების მონაწილეობით. ასევე სცენა დაეთმო ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ანსამბლებს. საღამოს გაიმართა ჯგუფი ალილოს კონცერტი, რის შემდეგაც ღონისძიება დასრულდა საზეიმო ფოიერვერკით.
ახმეტაში საახალწლო კონცერტი ჩატარდა
03/01/2022