საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის საკითხი. კერძოდ, იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო სექტორში ხდება ხელფასების 10%-იანი ზრდა, ცვლილება შედის აღნიშნულ დებულებაში, რომლის მიხედვითაც 10%-იანი ზრდა შეეხება სამაჟორიტარო ბიუროებსაც. ბიუროს თანამშრომლებთან დაკავშირებით დგინდება სახელფასო კოეფიციენტები, ხოლო მის რაოდენობას განსაზღვრავს თავად პარლამენტის წევრი ხელშეკრულების საფუძველზე. კომიტეტმა მხარი დაუჭირა დებულებაში ცვლილების შეტანას.
ხელფასების 10%-იანი ზრდა მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს თანამშრომლებსაც შეეხება
23/12/2021