პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად, აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

09/12/2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული 8 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 5 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0