შპს „საქართველოს მელიორაცია“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღრმაღელეში 9 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები ქსელის ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს და ერთწლოვანი კულტურების წარმოების შესაძლებლობას და მოსავლიანობას გაზრდის. დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები დეკემბერში დასრულდება.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემა წესრიგდება
01/12/2021