გადამუშავებული ვაშლის რაოდენობამ 31,000 ტონაზე მეტი შეადგინა

24/11/2021

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულია 12 კომპანია, საიდანაც გადამუშავებული ვაშლის რაოდენობამ 31,000 ტონაზე მეტი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე, გიორგი ხანიშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავება-რეალიზაციის პროცესს კომპანიაში ნატურალ 7 გაეცნო. მისი თქმით, არასტანდარტული ვაშლისგან მიღებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე იყიდება და ჩვენი ქვეყანა 4-დან 5 მილიონამდე ევროს შემოსავალს იღებს. კომპანია ნატურალ 7 არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიაა. მიმდინარე წელს, საწარმოში, პროგრამის ფარგლებში, 5,500 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში არსებული ხილის გადამმუშავებელი საწარმოები არასტანდარტული ვაშლის მიღებას შეუფერხებლად განაგრძობენ. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული 12 კომპანიის მიერ ჯამში გადამუშავებული ვაშლის რაოდენობამ 31,000 ტონაზე მეტი შეადგინა. აღსანიშავია, რომ შიდა ქართლი ვაშლის წარმოების მხრივ პირველ ადგილზეა. ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაშლის მოსავლის დროული დაბინავება. სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობა ხილის გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უზრუნველყოფს, – განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, აბელ აბესაძემ.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერები პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 22 თეთრად, 15 დეკემბრამდე შეძლებენ. პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0