აღნიშნულ სოფლებში დაგეგმილ წყალმომარაგების სისტემის ქსელს უნდა დაემატოს რამოდენიმე მოსახლე

16/11/2021

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ ბაზალეთის და საკრამულის წყალმომარაგების სისტემების მოწყობის პროექტებში განსახორციელებელი ცვლილების მიზნით, შპს „მშენ-ექსპერტის“, შპს „თერგის“ და შპს „სერვისის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე გაჟღერდა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ სოფლებში დაგეგმილ წყალმომარაგების სისტემის ქსელს უნდა დაემატოს რამოდენიმე მოსახლე, რომლებმაც განცხადებაზე ხელმოწერით დაადასტურეს საკუთარი აზრი. შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად ესწრებოდნენ ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი ნუკრი უნდილაშვილი და მერის წარმომადგენელი ნინო სინჯარაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0