სოფელ ძველში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა

12/11/2021

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. მიმდინარე სამუშაოები ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით პაპაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს. სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობას აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “XXI საუკუნე”, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 718 321 ლარს. პროექტის ფარგლებში აშენდება 1 567 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სტანდარტების შესაბამისი ადაპტირებული ახალი ორსართულიანი საბავშვო ბაღი,რომელიც გათვლილია სამოც აღსაზრდელზე.
უახლოეს მომავალში ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველის ახლად აშენებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობით ისარგებლებენ, როგორც ადგილობრივები ასევე სოფლების: საყუდაბლის, ორგორის და ჭობარეთის აღსაზრდელები, რომლის ტრანსპორტიერებას უზრუნველყობს ა(ა)იპ ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0