დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის “ფიფლ ინ ნიდ”-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. კონსულტაციის მიზნით, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დიონ ბატერსბიმ და სოფლის განვითარების პროგრამის მენეჯერმა სალომე ბაკაშვილმა მერს მუნიციპალიტეტში.
დაფინანსებული პროექტები და ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებები გააცნეს, რომელთაგან აღსანიშნავია:
სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება;
სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი მმართველობა;
სოციალური ჩართულობა და ინკლუზია.
მანანა ნარიმანიძემ თავის მხრივ ადგილობრივ საჭიროებებსა და იმ პერსპექტივებზე ისაუბრა, რომელიც ერთობლივი მუშაობით ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და მოსახლეობის ადგილზე დამაგრების შესაძლებლობებს. აღსანიშნავია, რომ ფიფლ ინ ნიდ“ უკვე რამდენიმე წელია მუშაობს დუშეთის მუნიციპალიტეტში და მომავალშიც გეგმავს საინტერესო და თემის საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების მხარდაჭერას.