მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ მცხეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მერიების თანამშრომლებს ახლადარჩეული მერები წარუდგინა. მხარის პირველმა პირმა დიმიტრი ზურაბიშვილს, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესა და ბაკურ ავსაჯანიშვილს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა, ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. თავის მხრივ კი, რეგიონის ახალმა მერებმა გამოცხადებული ნდობისათვის მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულს მადლობა გადაუხადეს და მჭიდრო თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს. ამასთან, შეხვედრის ფარგლებში დავით ნოზაძემ ყოფილი მერების ოთხწლიანი საქმიანობა შეაფასა და აღნიშნა, რომ მათი წვლილი რეგიონის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანია. ამიტომაც, მხარის პირველმა პირმა გიორგი კაპანაძეს, ზურაბ სეხნიაშვილს, ალეკო ზაგაშვილსა და მათ მოადგილეებს გაწეული შრომისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
დავით ნოზაძემ მცხეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მერიების თანამშრომლებს ახლადარჩეული მერები წარუდგინა
28/10/2021