სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ყვარლის მუნიციპალიტეტში ყურძნის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმო ამოქმედდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „ლამიანი“ საწარმოს შესაქმნელად, ჯამში, 900,000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელა, საიდანაც 500,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია. კოოპერატივი ღვინის რეალიზაციას შვედეთში გეგმავს. საწარმოში, წელს პირველად, 400 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ლამიანი“ 21 ადგილობრივ მევენახეს აერთიანებს, კოოპერატივის წევრთა მფლობელობაშია 20 ჰექტარზე მეტი ვენახი.
ყურძნის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმო ღვინოს ექსპორტზე შვედეთში გაიტანს
24/10/2021