მშენებლობა კარგი ტემპით მიმდინარეობს

24/10/2021

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები შენდება. მიმდინარე სამუშაოებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ადგილზე გაეცნო.

„სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში შევხვდით დევნილ ოჯახებს, რომლებსაც მათივე მიწის ნაკვეთებზე სახლებს ვუშენებთ. მშენებლობა კარგი ტემპით მიმდინარეობს და ეს ოჯახები ახალ სახლებში მალე გადმოვლენ“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

პროექტი გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტი სახლის აშენებას ითვალისწინებს. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანს დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათი ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაცია წარმოადგენს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0