პრემიერ-მინისტრი ფოთის სანაპირო დაცვის ბაზასთან მცხოვრებ დევნილებს მათი პრობლემის უმოკლეს ვადაში გადაჭრას დაჰპირდა

27/08/2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფოთის სანაპირო ბაზასთან მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. აფხაზეთიდან დევნილმა მოქალაქეებმა, რომლებიც ფოთის სანაპირო დაცვის ბაზასთან ცხოვრობენ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ სანაპირო დაცვის ბაზასთან ახლოს ცხოვრება ჯანმრთელობისთვის მიზანშეწონილი არ არის და სურთ, რომ სახელმწიფომ ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოს. მთავრობის მეთაურმა მათ პრობლემის უმოკლეს ვადაში გადაჭრის პირობა მისცა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, სანაპირო დაცვის ბაზასთან ახლოს 100-მდე ოჯახი ცხოვრობს და პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფენ უსაფრთხო ადგილზე საცხოვრებელი სახლებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0