პრემიერ-მინისტრმა ჩხოროწყუში მშენებარე ტაძარი მოინახულა და დაათვალიერა კულტურის სახლი, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება

26/08/2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან და სასულიერო პირებთან ერთად ჩხოროწყუში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულა. სასულიერო პირებმა პრემიერ-მინისტრს ტაძრის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მთავრობის მეთაურმა ასევე დაათვალიერა ჩხოროწყუში კულტურის სახლი, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტენდერი გამოცხადდა. ჩხოროწყუს კულტურის სახლის რეაბილიტაციას სახელმწიფო 5,5 მილიონი ლარით დააფინანსებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0