ზესტაფონში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

24/08/2021

სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერთან ერთად მეორე საჯარო სკოლაში მივიდა და ადგილზე გაეცნო იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას.

“იმერეთში უკვე მეორე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გავხსენით ზესტაფონში. აღნიშნული სივრცე მოგვცემს საშუალებას დღის განმავლობაში დაახლოებით 500 ადამიანი აიცრას ადგილზე. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია თანამოქალაქეებს შევუქმნათ უფრო კომფორტული გარემო იმისათვის, რომ მოვიდნენ და აცრა გაიკეთონ. როგორც კი მომართვიანობა გაიზრდება, ჩვენ გავზრდით რესურსებს და რომელ მუნიციპალიტეტშიც იქნება საჭირო ასეთი სივრცის მოწყობა, რა თქმა უნდა ადგილზე შესაბამის რეაგირებას გავაკეთებთ” – ზვიად შალამბერიძე.

მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი სასკოლო სივრცეში მოეწყო და მოსახლეობას საშუალება აქვს რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა. ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთო მოქალაქეები და შეუფერხებლად მიმდინარეობს. მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები უზრუნველყოფენ დღიურად 500 ადამიანამდე აცრას. ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია ფაიზერის, სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინებით. საჭიროების
შემთხვევაში მოქალაქეების მასობრივი იმუნიზაციის ცენტრამდე მისვლას ზესტაფონის მერია ტრანსპორტით უზრუნველყოფს. რეგიონში ამ ეტაპზე ორი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი, ქუთაისსა და ზესტაფონში გაიხსნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0