ეკატერინე ტიკარაძე გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა

10/08/2021

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარება იყო დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან გამართული შეხვედრის თემა. უწყებათა ხელმძღვანელებმა ამ მიმართულებით სამოქმედო გეგმა დასახეს და მისი განხორციელებისთვის ტაქტიკური ნაბიჯები განსაზღვრეს. პრემიერ მინისტრის ინიციატივა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების ვაქცინაციას გულისხმობს. ამ მიმართულებით, მასშტაბური ღონისძიებები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების შემდეგ დაიწყება. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების ტრენინგებში უსაფრთხო მონაწილეობისთვის, გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, ტესტირება შეუფერხებლად განხორციელდება. ასევე, იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ მოხელეთა ცნობიერების ამაღლების პროცესში ვაქცინაციის ოფიცრები ჩაერთვებიან. ამ მიმართულებით, პროცესში ჩართულობისკენ ცესკო-ს თავმჯდომარე საარჩევნო სუბიექტებსაც მიმართავს. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა, კანონქვემდებარე აქტების მომზადებას ეხება.
ეკატერინე ტიკარაძესა და გიორგი კალანდარიშვილს შორის შემდგარი შეხვედრა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას ისახავს მიზნად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0