თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,

03/08/2021

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის იმუნიზაციის კაბინეტები რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოეწყო.

„თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს იმუნიზაციის პროცესს. ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი იარაღია მსოფლიოში. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცრის ჩატარება ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით არის შესაძლებელი“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

რუხის სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელ გვანცა გასვიანსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძესთან ერთად გაეცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0