უკრაინის პრეზიდენტმა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ახალი აბასთუმანი და ენგურის ხიდი მოინახულა

19/07/2021

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, ლაშა დარსალიასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ახალი აბასთუმანი და ენგურის ხიდი მოინახულა, სადაც დეტალურად მიიღო ინფორმაცია ადგილზე არსებულ ვითარებასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ სიტუაციაზე. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს დღეს ეწვია, ის ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერეციაში მიიღებს მონაწილეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0