გენადი არველაძე უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინიტრის მოადგილეს შეხვდა

16/07/2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინიტრის მოადგილეს ლარისა პეტასიუკსა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს მარიანა ოლესკივს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტურიზმის სექტორში ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ უკრაინა ტრადიციულად წამყვან პოზიციაზეა საქართველოს ტოპ 10 სტრატეგიულ მიმართულებას შორის – 2019 წელს ის მეექვსე იყო იმ ქვეყნების ათეულში, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა. ასევე ითქვა, რომ 2021 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში – 37,763 ვიზიტორი ესტუმრა.
ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის ტურიზმის სამუშაო ქვეჯგუფის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რომელიც სამთავრობო დონეზე ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროში მხარეთა დაახლოებას და განსაზღვრავს მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ყორიაული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0