ამბროლაურში ბრატისლავა-რაჭის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

29/06/2021

ამბროლაურში ბრატისლავა-რაჭის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. სახელმწიფო რწმუნებული-პაპუნა მარგველიძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბრატისლავა-რაჭის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტროტუარები, გაზონები, გარე განათებები, სანიაღვრე სისტემა, გარკვეული ადგილები მოპირკეთდება ქვაფენილით, გამწვანდება ტერიტორიის ნაწილი და განხორციელდება სხვა დამატებითი სამუშაოები. სამუშაოებს ამხანაგობა “როიალბილდი” ახორციელებს. პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და მისი სრული ღირებულება 4 300 000-მდე ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0