ფლევისა და ატენის თემში მიმდინარეობს FAO-ს დაფინანსებით საკმაოდ კარგი პროექტი

09/06/2021

შიდა ქართლის სახელმწიფრო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ატენის თემში განხორციელებულ პროექტებს გაეცნო. FAO-ს წარმომადგენლებისგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო და ბენეფიციარებს შეხვდა.

“ფლევისა და ატენის თემში მიმდინარეობს FAO-ს დაფინანსებით საკმაოდ კარგი პროექტი, რომელიც საჯარო სექტორისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. პროექტი კვლავ გრძელდება და მოვუწოდებ მოსახლეობას თანამშრომლობისკენ. საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობა ხელს უწყობს საერთო მიზნების დროულ და ეფექტურ განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ FAO-ს გრანტების პროგრამით უკვე ათეულობით ადგილობრივმა ისარგებლა, რამაც ხელი შეუწყო მათ ეკონმიკურ თუ პროფესიულ გაძლიერებას.“- აღნიშნა რწმუნებულმა.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) უკვე ორი წელია შიდა ქართლის რეგიონში, ატენისა და ფლევის თემებში სოფლის განვითარების მიზნით საპილოტე პროექტებს ახორციელებს. საგრანტო პროეტების ფარგლებში ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ განავითარონ წარმოება. ამჯერად ადგილობრივი მეღვინეებისთვის საგრანტო კონკურსი ღვინის ფერმენტაციისთვის საჭირო აღჭურვილობის და ინსტრუმენტების შესაძენად გამოცხადდა. გარდა ინდივიდუალური პროექტებისა, განხორციელდა საერთო სარგებლობის პროექტებიც, როგორცაა ამბულატორიის სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა, სარწყავი სისტემების მოწყობა და საშემსრულებლო სივრცის რეაბილიტაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0