პროექტები გათვალისწინებულია მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე

22/05/2021

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ხელმძღვანელობდა. საბჭოზე განიხილეს სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, მუნიციპალიტეტების მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. პროექტები გათვალისწინებულია მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. სხდომას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, შალვა ბერძენიშვილი და დავით ლომიძე, რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი პირები, ექვსივე მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მოადგილეები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0